: პოლიციის შენობაში პოლიციელმა, გიორგი ჩოქურმა წიხლი ჩამარტყა

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი თავისუფალია – “პირველების” ინფორმაციით, პოლიტიკოსი ისნის პოლიციის გამყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი. ნიკა მელია “ტვ პირველის” ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მასზე პოლიციის მაღალჩინოსანმმა ფიზიკურად იძალადა – მელიას თქმით, ისნის პოლიციის შუშებიან განყოფილებაში მას ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩოქურმა ხელი დაარტყა.
ისანი-სამგორის პოლიციის შენობაში, ხელბორკილდადებულს, ვინმე გიორგი ჩოქური, სკამზე მჯდომს, წიხლს მირტყამს“- თქვა მელიამ “დღის ამბებში”.
მისი თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანსა და მას შორის სხვა პოლიციელები ჩადგნენ. პოლიტიკოსის განცხადებით, ფაქტს მინიმუმ ათი სამართალდამცავი ესწრებოდა, რომლებმაც “წყობიდან გამოსული ჩოქური “გააკავეს.
მელია ვიდეო-კადრების ამოღებას და გასაჯაროებას ითხოვს. მისივე განცხადებით, ინცინდენტისას კიდევ ერთი პოლიციელი აქტიურობდა, რომელიც აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში