პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან – რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონი დგას

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პროტესტის 67-ე დღეს მოქალაქეები კვლავ არიან შეკრებილები.
პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი. გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მედიასთან განაცხადა, ხალხის რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს.
„როცა იქნება რაოდენობა საკმარისი დავეხმარებით. ჯერჯერობით არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ გადაიკეტოს რუსთაველის გამზირი“, – აღნიშნა პოლიციელმა.
რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავენ აღმაშენებლის ხეივნიდან საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც “თბილისი მოლთან” დღეს 16:00 საათიდან იყვნენ შეკრებილები. მომიტინგეების მიერ საავტომობილო გზის დაკავების მცდელობას არაერთხელ მოყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. დააკავეს ათეულობით პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – და გიგი უგულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ