„თბილისი მოლთან“ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლონ და იქ განაგრძონ აქცია.
აქციის მონაწილეებს მსვლელობისას თან პოლიციის კორდონი მიაცილებდა.
აქციის მონაწილეებმა სავაჭრო ცენტრის შენობასთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა დღის 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ნიკა მელია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
