საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას, წადი! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მათ თან აქვთ საქართველოს დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მათი მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
დღეს თბილისში აქცია მიმდინარეობდა “თბილისი მოლის” მიმდებარედაც. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მომიტინგეებმა 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და . აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში