ხმაურიანი განცხადებები, მოულოდნელი ქორწინება და ცხოვრება ყველაზე ლამაზი ქალის სტატუსით: ჯანეტ ქერდიყოშვილი კამერებს მიღმა – Marao

ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა “მის საქართველო 2011”-ის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ მშვენიერი ქართველი გოგონას პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მასთან ხშირად წერდნენ ინტერვიუებს და იწვევდნენ გადაცემებში. 2012 წელს ის პროფესიონალ მოცეკვავე ირაკლი საბაძესთან ერთად მონაწილეობას პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებშიც” იღებდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილმა ძალები სცენაზე მოგვიანებით კიდევ სცადა, ოღონდ მომღერლის ამპლუაში. ის რუსეთში გაემგზავრა: “კონ­კურ­სში “ვია გრა­ში მინ­და” ფი­ნა­ლამ­დე გა­ვე­დი, ყვე­ლა ტური გა­ვი­ა­რე, რაც გა­სავ­ლე­ლი იყო და რო­დე­საც 24 გო­გოს შო­რის მოვ­ხვდი და უკვე კონ­ტრაქ­ტზე უნდა მო­მე­წე­რა ხელი, გა­დავ­წყვი­ტე, სახ­ლში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩემი ოჯა­ხი არ იყო მომ­ხრე, “ვია გრას” წევ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი და მხარ­ში არ მედგნენ. უარი მთლად ამი­ტო­მაც არ მით­ქვამს, რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან მინ­დო­და მისი წევ­რო­ბა, ერთი სული მქონ­და, იქ რო­დის მოვ­ხვდე­ბო­დი და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი იმ შოუს-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ რას შევ­ძლებ­დი”, – ამბობდა მოდელი.
დან დაბრუნების შემდეგ კი ჯანეტი მაყურებელმა განსხვავებულ ამპლუაში იხილა – ის “იმე­დის” ეთერ­ში “დღის შოუს” ერთ-ერთ წამ­ყვა­ნად მო­გვევ­ლი­ნა. მაშინ ჯანეტ ქერდიყოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი კარიერა და განვითარება იყო, დაოჯახება კი მეორე პლანზე ჰქონდა გადაწეული.
2013 წელს ჟურ­ნალ LUXURY-ის ბლოგ­ზე ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი გა­მოქ­ვეყ­ნდა. სომ­ხუ­რი ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლის რე­ი­ტინ­გში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი “მის სა­ქარ­თვე­ლოს” ტი­ტუ­ლის მფლო­ბელ­მა ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.
მოგვიანებით ჯანეტმა საქართველო “მის სამყაროს” კონკურსზე წარადგინა. “მის სამყარო 2015” ფი­ლი­პი­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პინა ალონ­სო ვურტც­ბა­ხი გახ­და. მაშინ ჯანეტმა სოციალურ ქსელში ვრცელი კომენტარი გააკეთა:
“ჩემო კარ­გე­ბო, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს და მე აღ­მოვ­ჩნდი 15 კონ­კურ­სანტს მიღ­მა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ იმით, რომ ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ჯერ არავისზე მი­ნა­ხავს. თქვენ ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­დით სა­უ­კე­თე­სო ად­გილს! მიყ­ვარ­ხართ და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ასე­თი გვერ­დში დგო­მის­თვის!” – წერდა მოდელი.
მას შემდეგ ჯანეტმა აქტიური სამოდელო კარიერა აღარ გააგრძელა. 2016 წელს ის სას­წავ­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და და მა­რა­გო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ჯანეტი დი­ზა­ი­ნე­რო­ბას აპი­რებდა.
“ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. პე­ტერ­ბურ­გის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი მო­დი­სა და დი­ზა­ი­ნის სკო­ლა­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ისეთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს აქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­გო­რე­ბიც არი­ან, ფრან­კო მო­ში­ნო, დო­მე­ნი­კო დოლ­ჩე, სტე­ფა­ნო გუ­ე­რი­ე­რო, ალე­სან­დრო დე ბე­ნე­დე­ტი და სხვე­ბი. მაგ­რამ მშობ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მიყ­ვა­ნეს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ვი­მუ­შა­ვე წამ­ყვან არხზე ტე­ლე­წამ­ყვა­ნად და ახ­ლობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­დავ­წყვი­ტე, წავ­სუ­ლი­ყა­ვი მი­ლან­ში და ამეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩემი დიდი ხნის ოც­ნე­ბა. მი­სურ­ვეთ წარ­მა­ტე­ბე­ბი, ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო”, – წერდა მაშინ ჯა­ნე­ტი. სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლბდა ქართველი დიზაინერი ც.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანეტმა ქვეყანა დატოვა, ის ქართველებისთვის მაინც საინტერესო ფიგურად დარჩა. მასთან ხშირად წერდნენ ინტერვიუებს და მისი ევროპული ცხოვრებით ინტერესდებოდნენ:
“მო­დე­ლო­ბა არას­დროს მინ­დო­და, ყო­ველ­თვის დი­ზა­ი­ნე­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მიყ­ვარ­და ლუ­ქე­ბის აწყო­ბა, მაგ­რამ აქამ­დე არ მო­მე­ცა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დღე­ში 12 სა­ა­თი ვი­ყა­ვით, დამ­ღლე­ლი იყო ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ როცა საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია”, – ამბობდა მაშინ ჯანეტ ქერდიყოშვილი.
“მინ­და პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ევ­რო­პა­ში მქონ­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით ლონ­დონ­ში და­ვამ­თავ­რებ მა­გის­ტრა­ტუ­რას, მე ვიცი რო­გორ შევ­ქმნა პრო­დუქ­ტი, მაგ­რამ არ ვიცი რო­გორ გავ­ყი­დო ის, ამი­ტომ მარ­კე­ტინ­გის კუ­თხით ვის­წავ­ლი. შემ­დეგ სტაფს შევ­კრავ და მო­ვა­წყობ ჩვე­ნე­ბას”, – ასეთი იყო “მის საქართველოს” გეგმები, თუმცა ამბობდა, რომ ამ ყველაფრისთვის დიდი ფინანსები იყო საჭირო და გათხოვების შემდეგ ყველაფერს ქმრის “მხრებზე დადებდა”.
2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ “მის საქართველო” პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა – ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.
“ნოე თბი­ლის­ში იყო, მე – მოს­კოვ­ში. ამი­ტომ თა­ვი­დან ტე­ლე­ფო­ნით გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია… წლე­ბია, ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან ვიც­ნობთ, უბ­რა­ლოდ, მა­ნამ­დე მე­გობ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტიც კი არ გვქო­ნია. ერთად ყოფნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა იმ­დე­ნად ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ხა­სი­ა­თი გვაქვს, რომ ბევ­რი ფიქ­რი არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია.
ნო­ეს­გან ხე­ლის თხოვ­ნა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის… ყვე­ლა გოგო თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ამ მო­მენტზე ოც­ნე­ბობს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნოემ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად და ლა­მა­ზად გა­ა­კე­თა”, – ამბობდა მაშინ ჯანეტი.
ევროპული არდადეგების შემდეგ წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. გოგონა განსაკუთრებული გარეგნობით მალევე გახდა პოპულარული და მშობლები მის ფოტოებს ადა ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ.
“2020 წლის 28 იან­ვრის მერე მივ­ხვდი, რის­თვის ვარ­სე­ბობ­დი ამ­ქვეყ­ნად. მე­ნა­ნე­ბა ძი­ძის­თვის ბავ­შვის გაზ­რდის წა­მე­ბიც კი, დედა მეხ­მა­რე­ბა”, – ამბობდა ჯანეტი. 2024 წელს ჯანეტს მეორე ქალიშვილი, ლილი შეეძინა. ახლა მისი მთავარი საქმე შვილების აღზრდაა, რაშიც ბოლომდეა ჩართული.
“სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის ტი­ტუ­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტი გახ­და. მან შეც­ვა­ლა ჩემი წარ­მოდ­გე­ნა სა­კუ­თარ თავ­ზე და შემ­მა­ტა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, შე­მიმ­ცი­რა თვითკრი­ტი­კა, მას­წავ­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის და ჩემი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის და­ფა­სე­ბა. თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ვახ­სე­ნებ სა­კუ­თარ თავს, რომ სი­ლა­მა­ზე არამ­ხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბაა, ეს ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­ცაა, რო­მელ­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა”, – ასე აფასებს ის დღეს განვლილ გზას.
ჯანეტი ახერხებს, იყოს კარგი დედა და მეუღლე, დრო დაუთმოს საკუთარი თავის მოვლასა და განვითარებას – მან ბოლო პერიოდში გახ­სნა ორი ბიზ­ნე­სი, დი­ზა­ი­ნის სტუ­დია და ჯან­სა­ღი დე­ტოქს კვე­ბის ბრენ­დი, ამასთან, აქტიურია სოციალურ ქსელში და საზოგადოებისთვის დღემდე საინტერესო პერსონაა.