მარკუს რაშფორდი და მარკო ასენსიო იჯარის წესით “ასტონ ვილაში” ითამაშებდნენ

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და პსჟ-ის შემტევები მარკუს რაშფორდი და მარკო ასენსიო კარიერას იჯარის წესით “ასტონ ვილაში” გააგრძელებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ “ასტონ ვილამ” ჯონ დურანი “ალ ნასრში” 77 მილიონ ევროდ გაყიდა, “ბირმინგემელებმა” კი მის პირდაპირ შემცვლელად რაშფორდი დაიმატა, რომლის ხელფასის 70%-საც “ასტონ ვილა” დაფარავს.
აღნიშნული ტრანსფერების ინიციატორი პირადად “ვილანების” თავკაცი უნაი ემერი იყო.