საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა – პოლიცია მომიტინგეებს აკავებს

თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
გარდა ამისა, შეხლა-შემოხლის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.
დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, სამართალდამცველები მოწოდებდნენ დემონსტრანტებს გზა გაეთავისუფლებინათ. საბოლოოდ, „თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს – ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
მანამდეც არაერთხელ დაიძაბა ადგილზე ვითარება, პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერები ნიკა მელია და გიგი უგულავა, ასევე აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია