„ტვ პირველის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ოპერატორი დაშავდა – სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კიდევ რამდენიმე პირს გაუწია დახმარება

თბილისის გასასვლელში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც პირველად სამედიცინო დახმარებას უწვენ დაშავებულებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, “თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
ცნობისთვის, თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა. კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე , გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად