თბილისის გასასვლელში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც პირველად სამედიცინო დახმარებას უწვენ დაშავებულებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, “თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
ცნობისთვის, თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა. კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, დააკავეს.
