უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო – ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტილი არ იყო ავტომობილებისთვის;
საღამოს 6:48 წუთისთვის დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი – ცნობილია რომ დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე, ასევე დიმა ბიძინაშვილი.
იმ დროს როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყო, გზის საავტომობილო ნაწილი ნაწილობრივ პოლიციას ჰქონდა დაკავებული და მოქალაქეები მხოლოდ ერთ ზოლს იკავებდნენ.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.