სერია A-ს ოცდამესამე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 1:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ტრავმირებული არდიან ისმაილის ნაცვლად 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას ბრძოლა რანდალ კოლო მუანიმ მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ფრანგმა დუბლი შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. 84-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო “ემპოლის” ნახევარმცველმა იუსეფ მალემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რის შემდეგაც „იუვენტუსმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
„ემპოლი“ 21 ქულით მე-17 ადგილზეა და 8 თებერვალს „მილანს“ უმასპინძლებს.
იუვენტუსი – ემპოლი 4:1
გოლები: 0:1 დე შილიო (4), 1:1 კოლო მუანი (61), 2:1 კოლო მუანი (64), 3:1 ვლაჰოვიჩი (90), 4:1 კონსეისაო (90+2)
გაძევება: მალე (84, ემპოლი)