გიორგი ვაშაძე – უნდათ, რომ დაყონ ხალხი ჯგუფებად, არ გამოვა – პროტესტია, ერთად ვართ, მსვლელობა ერთიანია და გვინდა, ერთად ვიყოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „თბილისი მოლთან“ მობილიზებული საპატრულო პოლიცია ცდილობს, რომ აქციის მონაწილეები ერთმანეთს ხელოვნურად დააშორონ და გაყონ.
როგორც ვაშაძემ განმარტა, ეს ასე არ გამოვა – პროტესტია, მსვლელობა ერთიანია და სურთ, რომ ერთად იარონ.
„მსვლელობაზე პასუხი არ აქვთ და ახლა სხვადასხვა ადგილებში ცდილობენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან გაყონ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ხალხს და ვეუბნებით, რომ ხელოვნურად ნუ ძაბავენ სიტუაციას.
უნდათ, რომ დაყონ ხალხი ცალ-ცალკე ჯგუფებად. ეს არ გამოვა- პროტესტია, ერთად ვართ, მსვლელობა ერთიანია და გვინდა, რომ ერთად ვიყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.