შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა, ლევან გობეჩიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გობეჩია Facebook-ზე წერს.

გობეჩია გადადგომის მიზეზებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.
“დასრულდა 18-წლიანი ეპოპეა. წინ დიდი გამარჯვებებია!” – დაწერა მან და პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.