თეონა აქუბარდია – წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან

წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-იოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს,რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან.
„რეჟიმი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობით ისე დაშინებულია, რომ ახლა უკვე თბილისის ქუჩებს არქმევენ მაგისტრალებს მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრალი აბსოლუტურად სხვა არის და სტრატეგიული ობიექტია. სახლში უვარდებიან ადამიანებს „ფეისბუქ“ პოსტის გამო, რომელიც აქციაზე ადამიანების შეკრებას ემსახურება. იმ პოსტში გადაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს,რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ბოლშევიკურ მეთოდებს, რომელსაც ისინი საკუთარი ხალხის დასაშინებლად იყენებენ, რაც გუშინაც ძალიან მკაფიოდ ჩანდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინია უცილებლად დამთავრდებიან იმიტომ, რომ წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, გუშინ ბერმა მოქალაქემ ნახა „შეშინებული რეჟიმის სახე“ იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ძალიან ხმამაღლა იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ, დემოკრატიის და ევროპული მომავლის დასაცავად.
„ამ უკანონობას, დაკავებებს, ძალის გამოყენებას ძალიან მიეჩვია ივანიშვილის რეჟიმი. ეს აჩვენებს ერთადერთს – შიშს, სისუსტეს და რეჟიმის ჩამოშლასთან სიახლოვეს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)