ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე – მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს – ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება

უკრაინის მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინამორბედი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის მოკავშირეებისთვის ყველაზე „იაფი“ ვარიანტია და ეს ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გეოპოლიტიკურად გააძლიერებს.
”ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს, ყველაზე იაფი ყველასთვის. ეს იქნება სიგნალი, რომ ის, თუ ვინ უნდა იყოს ნატო-ში და ვინ არა არა რუსეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის 800 000-კაციანი არმია ალიანსისთვის ბონუსი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეეცდება საზღვარგარეთ დისლოცირებული ამერიკელი ჯარების სახლში დაბრუნებას.
უსაფრთხოების გარანტიის სხვა წინადადებები უნდა იყოს გამყარებული აშშ-დან და ევროპიდან საკმარისი შეიარაღებით და კიევის მხარდაჭერით.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც