2025 წლის ტოპ-უნივერსიტეტები სხვადასხვა მიმართულებით (forbs.ge)

Time Higher Education-მა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2025 წლის სია გამოაქვეყნა. მათ შორის ტოპ-სასწავლებლები შემდეგი მიმართულებებით გამოვლინდა:
· ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
· ბიზნესი და ეკონომიკა;
· კომპიუტერული მეცნიერება;
· განათლების კვლევები;
· ინჟინერია;
· სამართალი;
· სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
· მედიცინა და ჯანმრთელობა;
· ფიზიკის მეცნიერებები;
· ფსიქოლოგია;
· სოციალური მეცნიერებები.
სტენფორდის უნივერსიტეტის თითქმის ათწლეულის ლიდერობის შემდეგ, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საუკეთესოს სტატუსს წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაეუფლა. Time Higher Education-ის კვლევის თანახმად, ის ასევეა ტოპ-სასწავლებელი ბიზნესისა და ეკონომიკასა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
ამგვარი შეფასება MIT-ს ზოგად რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებაშიც დაეხმარა. ცნობისთვის, ის 2025 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოქვეყნდა, მე-2 ადგილზეა. წინა რეიტინგში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მე-3 ადგილს იკავებდა.
11 მიმართულების მიხედვით შედგენილ რეიტინგში სტენფორდის უნივერსიტეტმა პირველი ადგილი დაიკავა განათლების კვლევების, სამართლისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. ჰარვარდის უნივერსიტეტი კი, რომელიც ზოგად რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა, ლიდერია ინჟინერიისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით.
ფიზიკის მეცნიერებებში ტოპ-სასწავლებლად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Caltech) დასახელდა. დანარჩენ ორ მიმართულებაში, კომპიუტერულ მეცნიერებას და მედიცინასა და ჯანმრთელობაში, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ზოგადი რეიტინგის პირველადგილოსანი, ლიდერობს.
წყარო: forbs.ge