III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წინა წელთან შედარებით 260 ლარით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.1%-ით).
· მშენებლობა – 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6%-ით).
· საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4%-ით).
· პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3%-ით).
მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა. წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ამასთან, მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 293.0 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 073.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.6%-ით), ასევე მშენებლობის (3 037.0 ლარი, გაიზარდა 31.8%-ით) სექციებში დაფიქსირდა.
2023 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით (14.4%) გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა- მთიანეთის რეგიონი.