საქართველოში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარხვას ეზიდები ლოცვაში ატარებენ, რათა ღმერთი ადამიანებს ზამთრის ყველაზე მკაცრი დღეების გადატანაში დაეხმაროს და ისინი კეთილდღეობითა და მშვიდობით დაჯილდოვდნენ.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.