მადლობელი ვარ, რომ PACE-მ უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია, ყველა ორგანიზაციამ და ქვეყანამ ეს უნდა ქნას! – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია. ყველა ორგანიზაციამ და ქვეყანამ ეს უნდა ქნას! ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია,” – წერს უილსონი.