„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ სლოგანით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ სლოგანით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედნიდან, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მეოთხე დღეა მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი და პროტესტის 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
აქციის მონაწილეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – მსახიობები, მეზღვაურები, ექიმები შეუერთდნენ.
პერიოდულად იმის შეძახილები – “თავისუფლება მზიას, თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს”.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.