ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ.
სამართალდამცავების ნაწილი, ავტობუსში და მსუბუქ ავტომობილებში იმყოფებიან.
საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, აღნიშნული ფორმით მოქალაქეები დააშინოს, რათა პროტესტი შეწყდეს.
“ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს, არ ვარღვევთ კანონს. მოთხოვნებიც შესაბამისად მათთვის კარგად ნაცნობია. არ დავიშლებით, არავის არ გვეშინია”, აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)