“ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი – თავისუფალი ადამიანების “ჩეკისტური” დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!
ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!
მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო – რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
ბრძოლა იქნება ბოლომდე!
ყველა, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება!
მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება!
სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ!” – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.