კლინიკაში გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი კაცი, რომელმაც ბინის გამო თავი დაიწვა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა 44 წლის ზამირ კვევესკირი, რომელიც 27 იანვარს თვითდაზიანების გამო დამწვრობის ცენტრში იყო გადაყვანილი.
დან დევნილმა კაცმა 27 იანვარს დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითმკვლელობა თავის დაწვით სცადა. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში იყო გადაყვანილი, სადაც მის მდგომარეობას ექიმები აფასებდნენ, როგორც “ძალიან მძიმეს”. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სუიციდი სახელმწიფოს მხრიდან ბინის მიღებაზე უარის გამო სცადა.
ნეტგაზეთის ცნობით, ამ ფაქტის შემდეგ სახელმწიფომ უკვე შეთავაზა დაზარალებულის ოჯახს ბინა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტოში “პირადი ინფორმაციის” გაცემაზე უარი გვითხრეს.
“მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა და მიმდინარეობს გამოძიება [სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, თვითმკვლელობამდე მიყვანა].” – განუცხადეს ნეტგაზეთს უწყებაში.
27 იანვრის შემთხვევას გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, “გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს”.
ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეების მანძილზე დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა საცხოვრისის გარეშე რჩება, მაშინ როდესაც ისინი “30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე გაიარეს”. ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტიდან გამომდინარე, მაღალია ფრუსტრაცია, უნდობლობა და უიმედობა ამ პროცესის მიმართ.
“დევნილთა სააგენტოს ეზოში დევნილი მამაკაცის მხრიდან გამოხატული პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა არ არის ერთადერთი შემთხვევა. 2022 წელს დევნილთა სანატორიუმიდან 52 წლის დევნილი მამაკაცი გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკლვლეობით დაასრულა, იმ ფონზე, როცა ამ სანატორიუმიდან განსახლებას დევნილები წლების მანძილზე ითხოვდნენ, რადგან შენობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში იყო”, – აცხადებენსოციალური სამართლიანობის ცენტრში.
“ბოლო ოფიციალური მონაცემით, საქართველოში 295 872 იძულებით გადაადგილებული პირი და 95 308 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან 54 862 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი.