შსს: თბილისის შესასვლელი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მისი ბლოკირება აკრძალულია

ხვალ, 2 თებერვალს დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ტერიტორიის გადაკეტვა უკანონია.
საუბარია დედაქალაქის შემოსასვლელთან, 16:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე.
სამინისტრო ეყრდნობა გუშინ, 31 დეკემბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, სტრატეგიული ობიექტების სიას საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიც დაემატა.
“გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას. აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ – იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული”, – წერია -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა მსჯელობა პროევროპული საპროტესტო აქციების მაგისტრალზე გადატანის შესახებ. მოქალაქეები, რომლებიც უწყვეტად, უკვე 65 დღეა ითხოვენ ხელახალი ს დანიშვნასა და აქციების განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, განიხილავდნენ პროტესტის სხვა ფორმებს, მათ შორის მაგისტრალის გადაკეტვას.
ამ დისკუსიის დროს, გაჩნდა იდეა საპროტესტო აქცია გამართულიყო თბილისის შემოსასვლელთან, თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის დაანონსებიდან მალევე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიული ობიექტების სიას დაემატა.
მთავრობის დადგენილების გასაჯაროების შემდეგ, შეკრების ორგანიზატორებმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება ბევრი ადამის შეკრებისთვის ეზრუნათ.