შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, დევიძე 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქტივისტის დაკავებამდე, სამართალდამცავებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს.
ასევე გამოკითხვაზე გადაყვანილია ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტიც, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკაც ჩატარდა.
შეგახსენებთ,რომ დღეს, სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.
არსებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად წაღებულია დროშები, პლედები, პროტესტის ბრენდირებული ნივთები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები.