აშშ-ის კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს 4 ახალი თანაინიციატორი ჰყავს

აშშ-ის კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს 4 ახალი თანაინიციატორი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, თანაინიციატორებად პროექტს დაემატნენ რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი, დემოკრატი ლოიდ დოჯეტი, რესპუბლიკელი ლავლერ მაიკლი და დემოკრატი ემანუელ კლივერი.
ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში იანვარში დარეგისტრირდა – წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც მასზე ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენთან, სტივ კოენთან ერთად მუშაობდა.
ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კრძალავს ს, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.