უკრაინის დონბასის მაღაროები რუსეთის ხელში გადადის

ქვანახშირის მაღაროები ოდესღაც ინდუსტრიული აღმოსავლეთის მაცოცხლებელი ძალა იყო. ამ მაღაროებისთვის თავგანწირვით მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები აღიარებენ, რომ მათ ს სულ უფრო მზარდ შეტევებთან უწევთ გამკლავება. „ჩვენ უფრო მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. როგორი სუპერმეომრებიც არ უნდა იბრძოდნენ ჩვენს რიგებში, რუსები რაოდენობით მაინც გვჯობნიან. ეს ძალიან მტკივნეულია“, – ამბობს დონეცკის ოლქში განლაგებული უკრაინის არმიის 59-ე ბრიგადის უფროსი სერჟანტი, რომელსაც „სან სანიჩის“ სახელით უხმობენ. რუსული არმია პოკროვსკიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში (ოთხი მილი) დგას. ადრე ეს დასახლება მეშახტეთა აყვავებულ ქალაქს წარმოადგენდა, სადაც ში უდიდესი ქვანახშირის მარაგი იყო. ქალაქისა და მიმდებარე მაღაროების აღება – რომელთაგან ზოგიერთი რუსეთის პოზიციებთან კიდევ უფრო ახლოს არის, ვიდრე პოკროვსკი – მტკივნეული დარტყმა იქნება უკრაინის არმიისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც ფრონტზე მრავალთვიან წარუმატებლობას კიდევ უფრო გააღმავებს.
ამ ტერიტორიების მთავარმა მაღარომ, „პოკროვსკ უგოლმა“, სადაც ომამდე 10 000 ადამიანი იყო დასაქმებული, ამ თვის დასაწყისში მუშაობა შეაჩერა.ის იყო უკრაინაში კოქსის ნახშირის ბოლო მწარმოებელი, რომელიც ფოლადის წარმოების ძირითადი კომპონენტია. ახლა სოფელ უდაჩნოეში მდებარე ამ მაღაროს ზოგიერთი დახურული საწარმო „სან სანიჩის“ დანაყოფის განკარგულებაშია. ქვანახშირის ნარჩენებისგან ნაგავსაყრელზე წარმოქმნილ ბორცვებს ჯარისკაცები მიმდებარე ტერიტორიის დასაზვერად იყენებენ, ხოლო მიწისქვეშეთში არსებული გამოქვაბულები, მაღაროები და სარდაფები მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
თუმცა, „სან სანიჩი“ დარწმუნებული არ არის, ბოლომდე გასაძლებად, საკმარისი ხალხი და საბრძოლო მასალა გააჩნია.
საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული ცენტრი, აღმოსავლეთ დონბასი რუსეთმა 2022 წელს ს მიერ ანექსირებულად გამოაცხადა. ამ მხარეში ცხოვრება, დიდი ხანია, სამთო მოპოვებასთან არის დაკავშირებული. პოკროვსკის მაღაროების დახურვის შემდეგ, ბევრი მუშა ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადავიდა, მაგრამ სხვები ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე მიტოვებულ სოფლებში დარჩნენ. გალინა როდიონოვამ, რომელიც უდაჩნოეში მართვის პანელის ოპერატორი იყო, მაღაროს დახურვის მოახლოება დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რადგან სამსახურში წასვლა სულ უფრო საშიში ხდებოდა. „ჩვენ აქეთ-იქით წამიერ, მკვეთრ განათებებს და აფეთქებებს ვხედავდით“, – ამბობს 39 წლის ქალი.
„ამის მიუხედავად, მაინც გულმოდგინედ ვშრომობდით და ერთმანეთს სიცილით ვეუბნებოდით: „ეს, ალბათ, ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა“. მას შემდეგ, რაც დეკემბერში მაღარო დაზიანდა, ხელმძღვანელობამ მუშების უმეტესობა სახლში გაუშვა. მათ შორის იყო გალინა როდიონოვაც. მან მეზობელ სოფელში მეგობრის ზოომაღაზიაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მაღაროდან მოშორებით ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელი იყო. „ჩვენ ამ მაღაროებში გავიზარდეთ, აქ ვმუშაობდით, ჩვენი ცხოვრების ნახევარი მაღაროებში გავატარეთ. აქ ყველა ასეა“, – ამბობს ის და მაღაროელის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ სადღესასწაულო შეკრებებს იხსენებს, რომლებიც ყოველი წლის 31 აგვისტოს იმართებოდა.
ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც დედამ გალინა მაღაროებში მიიყვანა, რადგან არავინ ჰყავდა ისეთი, ვისაც სამსახურიდან დაბრუნებამდე თავის შვილს დაუტოვებდა. როდიონოვა ამაყობს თავისი საქმით, რომელსაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ასრულებდა. „რთული სამუშაო იყო, მაგრამ მუშაობა მსიამოვნებდა. არ ვიცი, იყო თუ არა თუნდაც ერთი ისეთი დღე, როცა არ მიმუშავია. სამსახურის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. მაშინ იცოდი, რომ სახლი გაქვს, ფულს შოულობ და რაღაცის ყიდვა შეგიძლია. ახლა კი… საშინელ დროში ვცხოვრობთ. ყველაფერი ნაწილ-ნაწილ დაიშალა“, – ამბობს გალინა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პოკროვსკში და მიმდებარე სოფლებში ომამდე 82 ათასი კაცი ცხოვროვდა, ახლა კი დაახლოებით 10 000 მოსახლეღა შემორჩა. მაღაროელი იური, რომელიც ერთ-ერთ დარჩენილ ღია ობიექტში მუშაობს, ერთ-ერთი მათგანია. „თუ მაღარო დაიხურება, რეგიონი მოკვდება“, – ამბობს ის და ღამის ცვლის მიკროავტობუსში ჩაჯდომამდე, სიგარეტს უკიდებს. „ამ ქალაქში, მეშახტის გარდა, სხვა სამუშაოს პოვნა არარეალურია“, – აცხადებს მიწისქვეშ მომუშავე 45 წლის ელექტრიკოსი მაქსიმი.
შებინდებისას სამსახურიდან დაბრუნებული მაქსიმი ამბობს, რომ ღრმა მიწისქვეშა გვირაბებში, რომელიც მას მტრის დარტყნებისგან იფარავს, თავს შედარებით დაცულად გრძნობს. მისივე თქმით, მთავარი საფრთხე მაღაროებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელ ტრანსფორმატორებზე განხორციელებული დარტყმებია. „ელექტროენერგიის ნაკლებობა ვენტილაციის ნაკლებობას იწვევს, რაც ჟანგბადის ნაკლებობას ნიშნავს“, – აღნიშნა მან. როდესაც ასეთი რამ ხდება, მაღაროელები კიბეებით ასობით მეტრის გავლას ჩქარობენ, რათა ჟანგბადის ჩასასუნთქად მიწის ზედაპირზე ამოვიდნენ.
მაქსიმი, ისევე როგორც ბევრი სხვა, მეშახტის ოჯახიდანაა. ის აქედან მხოლოდ მაღაროს დახურვის შემთხვევაში წავა. „მესმის, რომ ომი მიმდინარეობს და უნდა გავიქცეთ. მაგრამ განცდა, რომ აქ დაიბადე, გაქვს საკუთარი სახლი და მოგონებები, არის გრძნობა, რომელთან განშორებაც ძნელია, რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე“, – თქვა მან. სხვაგან წასვლა იმასაც ნიშნავს, რომ შვიდი წლის წინ გარდაცვლილი დედის საფლავს ვერ მოინახულებს. „ეს ჩემს სულს, უბრალოდ, გაანადგურებს“, – დასძინა მაქსიმმა.
წყარო: 1 არხი