მიქაუტაძის თანაგუნდელი “დორტმუნდში” გადადის

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლიონის” 21 წლის ნახევარმცველი რაიან ჩერკი კარიერას “დორტმუნდში” განაგრძობს. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე და “ბორუსია” ახალგაზრდა ფეხბურთელს 22,5 მილიონ ევროდ შეიძენს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს წარსულში პსჟ, “ლივერპული” და ბერგამოს “ატალანტაც” გამოთქვამდნენ.
ჩერკი “ლიონის” აღზრდილია და ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ. მიმდინარე სეზონში ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.