როგორია დივრიგი–ყარსი–საქართველოს საზღვარზე სარკინიგზო პროექტის პერსპექტივა – მოსაზრება

თურქეთის მთავრობამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად გაიხადა „შუა დერეფნის“ სარკინიგზო მდგენელის განვითარება თავის ტერიტორიაზე.
მთავრობამ მიიღო „ტრანსპორტის და ლოგისტიკის განვითარების გენერალური გეგმა 2053 წლამდე“ (Transport and Logistics Master Plan 2053 – U2053), რომელიც ითვალისწინებს თურქეთის «გადაქცევას „შუა დერეფნის“ ლოგისტიკურ ბაზად» (“become a logistics base in the Middle Corridor”).
თურქეთის მთავრობა განიხილავს „შუა დერეფნის“ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებულ რამდენიმე საინვესტიციო პროექტს, რომელიც, როგორც მოელიან, გარდაქმნის დერეფანს გრძელვადიან პერსპექტივაში მიმზიდველ სატრანსპორტო არტერიად. მათ შორის იგულისხმება სარკინიგზო ხაზის „დივრიგი – ყარსი – საქართველოს საზღვარი“ და სტამბოლში „სულთან სელიმ იავუზის ხიდზე“ სარკინიგზო მიმოსვლის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. აღნიშნული ამბიციური საინვესტიციო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია “მსოფლიო ბანკი”.
რკინიგზის ექსპერტის, დავით გოჩავას, მოსაზრებით, 660 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის „დივრიგი – ყარსი – საქართველოს საზღვარი“ მოდერნიზაციის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლების და ერთობლიობაში პროექტის რეალიზაციის შემდეგ თურქეთის და საქართველოს რკინიგზებს შორის სხვაობა დაახლოებით იქნება ისეთი, როგორიცაა სხვაობა “სქური წალენჯიხასა” და “ბარსელონას” შორის… და ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება დროთა განმავლობაში, თუ რამე არ ვიღონეთ…
წყარო: transcore.ge