გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ექიმი

ექიმი გაიანე სიმონია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი კოლეგები წერენ და აღნიშნავენ, რომ გაიანე სამედიცინო საზოგადოებისთვის უდიდესი დანაკლისია.
„პროფესორი გაიანე სიმონია! უმძიმესი დანაკლისი სამედიცინო საზოგადოებისთვის! ოჯახისთვის! მეგობრებისთვის! კოლეგებისთვის! მისი მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის! ყველა ჩვენგანისთვის! გაანათლოს მისი სული უფალმა! RIP dear Professor!!!“, – წერს ექიმი ირაკლი კოხრეიძე..
ცნობისათვის, გაიანე სიმონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.1977-1978წწ დაამთავრა. გაიარა ინტერნატურის კურსი; 1978-1980წწ. იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1980-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი; 1
986–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ვოლუმორეგულაციის თავისებურებები და ნატრიურეზუალი ფაქტორების მნიშვნელობა გულის ქრონიკული უკმარისობის დროს”, დაიცვა 1987 წელს.სადოქტორო დისერტაციის თემა – “შეშუპების სინდრომის ჰუმორული მექანიზმები გულის ქრონიკული უკმარისობის დროს”, დაიცვა 1993 წელს.