რამდენიმე ქვეყანამ საქართველოში კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციები დააწესა. „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ყარალაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ინსტიტუციური სანქციები არ დაწესდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ფინანსურ სექტორს დიდი საფრთხე შეექმნება.
„დღეს ვხედავთ ინდივიდუალურ სანქციებს, კონკრეტულ პიროვნებებზე. ინსტიტუციური სანქციები დღის წესრიგში არ დამდგარა და იმედია, არ დადგება. თუ ინსტიტუციური სანქციები დღის წესრიგში დადგა, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს ბიზნესსაც, ქვეყნის ფინანსურ სექტორსაც და ნებისმიერი სტრუქტურის მუშაობას“,- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.