საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების” დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის „ბათუმელების“ რედაქციას ეწვევა, სადაც მასთან ინტერვიუ შედგება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ასევე, საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებსაც მიმართავს, რის შემდეგაც, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.
