ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ს მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.
„თითოეული მსგავსი ტერორისტული აქტი ადასტურებს, რომ ჩვენ რუსული ტერორისგან თავის დასაცავად მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იმოქმედონ, შეთანხმებები შეასრულონ და რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად, პოლტავაში სამი ადამიანი, ხარკოვში ერთი და სუმის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა.
„ღამით რუსეთმა ჩვენს ქალაქებზე სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, მათ შორის, რაკეტებით, დრონებით, საავიაციო ბომბებით, მორიგი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი