გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს აშშ-ის შემადგენლობაში შესვლა არ სურს – გამოკითხვა

გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა არ სურს, – ამას ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომელიც დანიურმა გამოცემა Berlingske-მ გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ გრენლანდიელების მხოლოდ 6% ემხრობა ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლას, ხოლო 6%-მა ჯერ ვერ გადაწყვიტა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ს მოუწოდა კუნძულზე კონტროლი ამერიკას დაუთმოს, რადგან მისი თქმით, გრენლანდია -ის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 27 იანვარს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, ამერიკა გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებს.
მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია დანიის მიერაა კონტროლირებადი, ის არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა აქვს წვდომა ევროკავშირის ფონდებზე. ასევე გრენლანდია დაცულია ევროკავშირის ორმხრივი თავდაცვის პუნქტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან გრენლანდიას დახმარება აღმოუჩინონ იმ შემთხვევაში თუ ის შეიარაღებული აგრესიის წინაშე აღმოჩნდება.
იმის მიუხედავად, რომ დანია გრენლანდიის გაყიდვაზე უარს აცხადებს, დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედრიკსენთან სატელეფონო საუბრისას მიზანმიმართული ტარიფების დაწესებაზე ისაუბრა.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია