სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გუშინ, 31 იანვარს გამოსცა.
რომელია საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები? – ამის შესახებ არსებობს დამოუკიდებელი დადგენილება, სადაც შეყვანილია საავტომობილო გზების დასახელებები (იხილეთ ბმული).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.
მაგალითად, ჯგუფურად აღნიშნული დაწესებულებების ბლოკირება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
წყარო: პუბლიკა
ოპოზიციონერ დეპუტატები მთავრობის ამ დადგენილებას 2 თებერვალს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის ხელისუფლების მიერ ჩაშლის მცდელობად აფასებენ. საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.
დაგეგმილია, რომ მოქალაქეები 2 თებერვალს, 16:00 საათზე “თბილისი მოლთან” შეიკრიბებიან და თბილისის შესასვლელ-გასასვლელ გზას გადაკეტავენ.