დღეიდან, მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება

დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი – მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ამის შესახებ bm.ge წერს.
ცვლილებები “ოცნებამ” 2024 წლის დეკემბერში დააინიიცირა და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. თუმცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე ცვლილების ისე ამოქმედებას, რომ სექტორს დრო არ ჰქონოდა, შეეწინააღმდეგა. ცვლილებები გადავადდა. ბეჟან წაქაძე თვლიდა, რომ 1-ელ თებერვლამდე დროც არასაკმარისი იყო, თუმცა კომიტეტმა მოსაზრება აღარ გაითვალისწინა.