უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება თუ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთს რუსული გაზი თურქეთის გავლით გაზსადენი “თურქული ნაკადით” მიეწოდება, ორბანი იმეორებს, რომ უკრაინის გავლით მარშრუტი მნიშვნელოვანია ბუდაპეშტისთვის.
31 იანვარს ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება შეაჩეროს ცენტრალურ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი და ამის შედეგად გაზრდილი ენერგეტიკის ფასები “მიუღებელია”. მისი თქმით, თუ რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება, უნგრეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ გახანგრძლივებას, რაც დაახლოებით 6 თვეში მოხდება.
“სხვა ყველაფერთან ერთად, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა, რომ უკრაინელები გააგრძელებდნენ რუსული გაზის ტრანზიტსა. თუ ევროკომისია არ შეასრულებს იმას, რაზეც შევთანხმდით, მაშინ სანქციები არ გაგრძელდება,” – განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, 27 იანვარს ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფართო სპექტრის სანქციები და გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგნენ არც ორბანი, არც ფიცო.
შეგახსენებთ, რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი 2025 წლის 1 იანვარს შეწყდა, მაშ შემდეგ რაც უკრაინამ შეთანხმების განახლებაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ევროკავშირისგან ჩარევას მოითხოვენ, რათა რუსული გაზის ტრანზიტი განახლდეს.
წყარო: ipn.ge