BBC – ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

­
ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვენესუელამ ამერიკელი პატიმრები მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიჩარდ გრენელმა ნიკოლას მადუროსთან შეხვედრაზე აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელის მოქალაქეების ვენესუელაში უპირობო დაბრუნების საკითხი განიხილა.
გრენელს გათავისუფლებული პატიმრები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მათ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს.
„ახლახან შემატყობინეს, რომ ვენესუელიდან ექვს მძევალს ვაბრუნებთ. მადლობა რიკ გრენელსა და ჩემს გუნდს. შესანიშნავია!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა