ფილადელფიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა – სავარაუდოდ, დაღუპულია ბორტზე მყოფი 6-ვე ადამიანი

ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უბანში მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე პაციენტი ბავშვი, მისი დედა და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
ისინი აშშ-დან მექსიკაში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, 6-ვე დაღუპულია.
“ამ დროისთვის, ჩვენ ვერ დავადასტურებთ გადარჩენილებს”, – თქვა საჰაერო სასწრაფო დახმარების კომპანიის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)