გუბანოვას ვერცხლი – ზედიზედ მესამე მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მედლების მეორე კომპლექტი ქალთა კატეგორიაში გათამაშდა. მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა ლიდერობდა. ორი პროგრამის ჯამში ევროპის ჩემპიონი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ესტონელი სპორტსმენი ნინა პეტროკინა გახდა, ანასტასია გუბანოვამ კი ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ 198,62 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ანასტასიას მოკლე პროგრამაში გამარჯვებისთვის მცირე ოქროს მედალი გადაეცა. საქართველოს ნაკრები გუნდისთვის ანასტასია გუბანოვას ვერცხლის მედალი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალია სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას მიერ მოპოვებული
ბრინჯაოს მედლის შემდეგ.