“მტაცებელი მგელი” – “გრანადას” რეაქცია წიტაიშვილის გოლზე [VIDEO]

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეხუთე ტურში „გრანადამ“ გასვლაზე „ელდენსე“ 3:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის მარჯვენა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.7, sofascore 7.4.
კლუბი გიორგის გოლს სოციალურ ქსელში ქართული წარწერით გამოეხმაურა: „მტაცებელი მგელი“. წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„გრანადამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 40 ქულით მერვე ადგილზეა და 8 თებერვალს „მირანდესს“ უმასპინძლებს.
ელდენსე – გრანადა 0:3
გოლები: 0:1 სტოიჩკოვი (42), 0:2 წიტაიშვილი
(62), 0:3 ბრაუ (90+1)