რეპრესიები სისტემის მხილების გამო – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ყველას ვერ გაათავისუფლებთ! ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ გააჩუმებთ, მდაბიო პოლიტიკა გაქვთ – ეუბნება რეჟიმს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.
ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.