“მასიური დაკავებები “ჩადებებით” – “ეს უნდა დაიწყოს ხვალიდან”– რას აცხადებს გივი თარგამაძე

ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე:
მაქვს უტყუარი ინფორმაცია (ბუნებრივია, წყაროს არ დავასახელებ, შიგნიდანაა), აი გუშინ რომ ღირსების ორდენი აირტყა იმ თემურ კუპატაძემ გასცა დავალება კონკრეტული სამსახურების უფროსებზე, რომ მასიურად დააკავონ პროტესტის აქტივისტები ნარკოტიკის ჩადებით. თითოეული პირის ამ მეთოდით დაკავებისთვის როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე უშუალო შემსრულებლები მიიღებენ ცალცალკე პრემიას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს ხვალიდან. შეგნებულად არ ვწერ დავალების მიმღებთა მონაცემებს, ვაძლევ რა შანსს, ეს დავალება არ შეასრულონ და ამ საძაგლობაში მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც კი ასეთ თუნდაც ერთ ფაქტს ექნება ადგილი, არა მხოლოდ ყველას დავასახელებ, პირადად ვიზრუნებ, სანქციებში მაგნიცკის სიით მოხვდნენ ყველანი. გახსოვდეთ, მაგ მიტინგებზე თქვენი შვილებიც დგანან და მათი მეგობრებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა