მომავალ კვირას – 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. ამ დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება.
XI მოწვევის პარლამენტი “ქართული ოცნების“ 81 წევრით არის წარმოდგენილი და ამავე პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, “ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი “ხალხის ძალა“ საქმიანობს.
ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები კი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად და არალეგიტიმურად აცხადებენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ. სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ძლიერმა საქართველომ“ და “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით გასული წლის ნოემბერში მიმართეს, თუმცა უმრავლესობას საკითხი ამ დრომდე არ განუხილავს.
ამასთან, “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საგაზაფხილო სესიის გახსნისთანავე პარლამენტის დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, რომლის მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება იქნება.
ipn.ge