ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით, ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია — GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ანდრო ჭიჭინაძის საქმეს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ის, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ორგანიზაცია საქმის ანალიზისას ეყრდნობა “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებს. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.
„წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე, 29 წლის მსახიობის, რომელიც რეჟიმმა 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავა და ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფში მონაწილეობას ედავება. ანდრო, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ანდროს საქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, ანდროს პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის, რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.
· პატიმრობა შეეფარდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში მითითებული ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიის, კერძოდ, რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;
· პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან;
· პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა ან პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ეჭვმიტანილია;
· პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით;
· პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა