მოსკოვში, პოლიციის სპეცრაზმელებმა დააკავეს 18 წლის დაღესტნელი სტუდენტი, რომელიც ეჭვმიტანილია რკინიგზის ბატარეის სადგურისათვის ცეცხლის გაჩენისთვის. ეს სადგური რკინიგზის შუქნიშნების სარეზერვო ენერგიის უზრუნველსაყოფად არის გათვალისწინებული. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, ამ ქმედების გამო 18 წლის სტუდენტს ტერორიზმის მუხლით 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რუსეთის გვარდია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასახელებს. ოფიციალური ვერსიით, სტუდენტმა შენობას ცეცხლი წაუკიდა 40000 რუბლის ჯილდოსთვის, რასაც მას უცნობი პირი დაჰპირდა, მაგრამ საბოლოოდ არ გადაიხადა. “კავკაზ.რეალიი” წერს, რომ შეუძლებელია რუსეთის სამართალდამცველების მიერ გამოთქმულ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად გადამოწმება.
საგამოძიებო კომიტეტი ინციდენტს წინასწარი შეთანხმებით ან ორგანიზებულ პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტის მუხლით იძიებს, რაც რუსეთის სამართალწარმოებაში ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გამოიყენება, მათ შორის კრემლის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
ფორუმი