– საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“თავისუფლება მზია ამაღლობელს.
საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან.
მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” , – წერს ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია “აბუჩად იგდებს დემოკრატიას”.
“რუსული რეჟიმი საქართველოში. გუშინ, “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსების ორდენით დააჯილდოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დასანქცირებულები არიან საპოლიციო ძალადობისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემონსტრანტების არასათანადოდ მოპყრობაში. მმართველი პარტია აბუჩად იგდებს დემოკრატიას!” , – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა