ანდრო ჭიჭინაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – GDI

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს – ორგანიზაცია ანდრო ჭიჭინაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
GDI-მ ანდრო ჭიჭინაძის საქმე შეისწავლა. ორგანიზაციის შეფასებით, მსახიობის პატიმრობა “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის მინიმუმ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
GDI “ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს სწავლობს. საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება. პატიმართა საქმეებს ეტაპობრივად შევისწავლით. ახლა კი, წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე – 29 წლის მსახიობის, რომელიც რეჟიმმა 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავა და ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფში მონაწილეობას ედავება. ანდრო, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ანდროს საქმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, ანდროს პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის, რასაც დანაშაულთან კავშირი არა აქვს და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი. ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, – ვკითხულობთ “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა