ევროპის მოქალაქეებს ძალიან მძლავრი სიგნალი გავუგზავნეთ, რადგან გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – შარლ მიშელი

საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიღო. ჩვენმა ქვეყანამ, კანდიდატის სტატუსი მიიღო. ისტორიული თარიღი ჩაწერილია, წევრი სახელმწიფოების საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი.
დახურულ კარს მიღმა თითქმის 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის “ტვიტით” გახდა ცნობილი. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, რომელსაც სტატუსი მიანიჭეს.
შემდეგი ეტაპი, 9 დათქმის შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მზადება იქნება. ოფიციალური ბრიფინგი ბრიუსელში ჯერ არ გამართულა, თუმცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მედიასთან შეაჯამა.
“დღეს, ჩვენ, ევროპის მოქალაქეებს ძალიან მძლავრი სიგნალი გავუგზავნეთ, რადგან გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინას აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ მომდევნო კვირებში მოლაპარაკებებს დავიწყებთ და კომისია ანგარიშს გამოსცემს გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ისტორიული მომენტი, ისტორიული ევროპული საბჭო. საბჭო გააგრძელებს მუშაობას დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორისაა საგარეო საკითხები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარება”, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში სამიტი გრძელდება. დღეს მეორე დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება