მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, ჟურნალისტმა 28 იანვრის ანალიზის პასუხები ადვოკატების მისვლამდე არ იცოდა. მწარიაშვილი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გადმოსცეს და სპეციალისტებსაც გააცნობენ.
“28 იანვარს გაკეთებული ანალიზის პასუხები, სანამ ჩვენ არ მივედით [მზიამ] არ იცოდა. ახლა აჩვენეს, სავარუდოდ, მაგრამ ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს.
ჩავიბარეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, როგორც იქნა, უბრალოდ ერთი შეხედვით ვნახე. გვითხრეს, რომ ეს არის ბოლო დოკუმენტაცია და სპეციალისებს ვანახებთ”, – თქვა მწარიაშვილმა.
ადვოკატის ცნობით, მზია ამაღლობელი რამე სახის დახმარებას ან სადმე გადაყვანას არ ითხოვს.
“20 დღის ნაშიმშილები ადამიანი როგორც გამოიყურება, ისე გამოიყურება. საოცარი ადამიანია და კი არ ცდილობს დაგანახოს, რომ ცუდად, არის, პრიქით “ჯერ ვუძლებ, არ შეწუხდეთ, კიდე გავუძლებ და როცა ვეღარ გავუძლებ, გეტყვითო”.
რამე დამხარებას არ ითხოვს, სადმე გადაყვანას არ ითხოვს.
მე, რასაც დავაკვირდი, ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ. ნელა მოძრაობს, დაღლილი იყო. [..]
ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით. ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ “მე არ ვარ მთავარი თემა და არა ერთი უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი არისო და არ მინდა მე ვიყო მთავარი ამბავი საქართველოშიო”, – თქვა ადვოკატმა.